пятница, 19 декабря 2008 г.

ვიეტნამის ომი

ამ მეტად მძიმე და მწვავე პოლიტიკურმა მოვლენამ ერთიანად მოიცვა ამერიკა და დაზარალებული ვიეტნამის მოსახლეობა.

მუსიკალური პროტესტი ვიეტნამის ომს

60 იანი წლებიდან მნიშვნელოვნად იცვლება მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრია.. ყალიბდება ახალი სუბკულტურა რომელმაც გავლენა იქონოა მუსიკალურ ტენდენციებზე და საერთო საზოგადოებრივ ღირებულებებზე.. საზოგადოება აფართოებს ცნობიერების საზღვრებს.. ინთავისუფლებს მარწუხებისგან თავს და დოგმატური შეხედულებებისგან.. ამ პერიოდში იდგავს ფეხს ფსიქოდელური მუსიკა და როკენროლის მემკვიდრე როკ მუსიკა.. კონსერვატიზმს უპირისპირდება ანტიკონსერვატიზმი.. ჰიპური სუბკულტურა წარმოიშვა ამერიკაში.. პირველად სიტყვა "ჰიპი" ინგ "hippy" გაიჟღერა ნიუ იორკის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სადაც ეს სახელი უწოდეს ახალგაზრდების ჯგუფს, მოშვებული თმით და ჯინსებში გამოწყობილებს რომლებიც აპროტესტებდნენ ვიეტნამის ომს.. ჰიპური იდეოლოგიის არსებობის საჭიროება განაპირობა პოლიტიკურმა და სოციალურმა ფონმა რომელიც იმხანად მომწიფდა ამერიკაში.. ჰიპური იდეოლოგიის მთავარი ფუნდამენტური პრინციპები იყო, თავისუფლება კონსერვატული შეხედულებებისგან, თავისუფალი სიყვარულის პროპაგანდა.. პაციფიზმი.. თავისუფლებისკენ მაქსიმალურმა სწრაფვამ გამოიწვია ჰიპებში ნარკოტიკების პოპულარიზაცია, განსაკუთრებით LSD რომელსაც ჰიპური შეკრებების დროს აბსოლიტურად ღიად რიგდებოდა.. ჰიპური მოძრაობა გაამყარა ვიეტნამის ომმა.. და მის წინააღმდეგ აგორებულმა საპროტესტო ტალღამ, ჰიპების ცნობილი ლოზუნგი იყო "Make Love Not War" ჰიპური სუბკულტურა მჭიდრო კავშირშია მუსიკალურ რენესანსთან რომელიც 60-იანი წლებიდან დაიწყო და შექმნა 60-70 -იანების კლასიკური ეპოქა.. ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ბევრ მუსიკალურ მიმდინარეობას.. ადრეული 60-იანებიდან იწყება ჰიპური იდეოლოგიის ასახვა მუსიკაში, მუსიკოსების ქცევებში, ხდება მეტი მუსიკალური ექსპერიმენტი.. ჰიპური სულისკვეთების ფუნდამენტად გვევლინება ფსიქოდელური როკი და როკენროლი.. ჰიპური სუბკულტურის მასიური პოპულარიზაცია სან ფრანცისკოდან დაიწყო 1967 წელს სადაც ქალაქის ქუჩებში და პარკებში ათასობით ჰიპი გამოვდა.. სან ფრანცისკოს შემდეგ მასიური გამოსვლები და შეკრებები დაიწყო ამერიკის თითქმის ყველა დიდ ქალაქში.. ჩატარდა უამარავი აქცია, მშვიდობისთვის.. შეკრება.. კონცერტი, ჰიპურმა შეკრებებმა მრავალ მუსიკალურ ფესტივალს დაუდეს საფუძველი.. როგორებიცაა Sweet toronto Festival (კანადაში) Woodstock Festival და ა.შ..1967 წელს სიმბოლურად ეწოდა Summer of Love














მშვიდობის სიმბოლო რომელიც დიდ ბრიტანეთში შეიქმნა პირველად და შემდგომ ამერიკაში ჰიპურმა მოძრაობამ აიტაცა ვიეტნამის ომის პროტესტისას..

































ეს სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა სან ფრანცისკოში 67 წელს და ფაქტიურად Summer of Love -ის ჰიმნის სტატუსს ატარებს.. იუთუბის ლინკი Scott McKanzie - San Franciscomp3-ის ლინკი:Scott McKanzie - San Francisco

ვიეტნამის ომის თემა კინოში

აღნიშნული ფაქტი უმალვე აიტაცეს 70-იანი წლების ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორებმა: მარტინ სკორსეზემ, მილოშ ფორმანმა, მაიკლ ჩიმინომ და ფრენსის ფორდ კოპოლამ. მათ თავიანთ შემოქმედებით ამერიკულ კინოს გამოფხიზლებისა და თავისუფალი აზროვნების საშუალება მისცეს. ამ ფილმებში გამოვლინდა მათი დამოკიდებულება ვიეტნამის ომის მიმართ. კონკრეტული მოვლენის მაგალითზე ხაზი გაესვა ზოგადად ომს, როგორც უარყოფითი შედეგების გამომწვევ მიზეზს.საინტერესოა რომ ვიეტნამის ომის თემა დღესაც აქტუალურია ამერიკულ კინოში.



· ნორმან ჯიუსონი - "ქალაქგარეთ"
· ოლივერ სტოუნი - "ლეგიონი"
· ოლივერ სტოუნი - "4 ივლისს დაბადებული"
· ბერნარ ხერცოვი - "გადარჩენილი ჯარისკაცები"
· "ჩვენ ვიყავით ჯარისკაცები"
· დოკუმენტური ფილმი - "ომი ვიეტნამში"

"ჯარისკაცის მამა"
"ღიმილის ბიჭები"
"გასეირნება ყარაბახში"
"უხილავი ძალა"

ვიეტნამელი მედდები

ვიეტნამელი მედდების მემორიალი შექმნილია ტეხასის შტატის მკვიდრის გლენ გუდკარის მიერ. ავტორთან წერილები მოდიოდა ვიეტნამის ომის მონაწილე ვეტერანებისგან. ისინი მოუთხრობდნენ ომის საშინელებებზე და სიძნელეებზე. ვეტერანებს ახსოვდათ მედდები და სიყვარულით იხსენებდნენ მათ. მედდებისათვის განსაკუთრებით რთული იყო ომში მონაწილეობა. ისინი ხედავდნენ როგორ ფეთქდებოდნენ მეომრები ჯუნგლებში, სიკვდილს უყურებდნენ თვალებში, მაგრამ ვალდებულები იყვნენ შეეკავებინათ ემოციები და ეზრუნათ ჯარისკაცების გადარჩენაზე.

ვიეტნამის მედდები

ვიეტნამის მედდები

ვიეტნამელი მედდების

ვიეტნამელი მედდების

ვიეტნამის მედდები

ვიეტნამის მედდები